GeorgiaGeorgia an EU Candidate? When? On what terms?
Politicians and experts share their views
7 August 2023
View of Tbilisi© National Archives of Georgia
საბჭოთა მემკვიდრეობასთან დამოკიდებულება თანამედროვე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური და საჭირბოროტო საკითხია. ეს არაერთგვაროვანი დამოკიდებულება ვლინდება განსხვავებულ სფეროებში, მათ შორის არქიტექტურაში და ქალაქთმშენებლობაში. მძიმე საბჭოთა მემკვიდრეობისაგან განთავისუფლების სურვილი „იკონოკლასტურ“ ფორმებს იღებს. ამ სურვილს მსხვერპლად ეწირებიან საბჭოთა პერიოდის არქიტექტურული ძეგლები. სტატიაში ქართული პოსტკონსტრუქტივიზმის შესახებ თამარ ამაშუკელი აჩვენებს, რომ საბჭოთა საქართველოს არქიტექტორები 1930-იან წლებში ჯერ კიდევ სარგებლობდნენ არქიტექტურული გამოხატვის გარკვეული თავისუფლებით ფორმალურად დაშვებულ ჩარჩოებში, რომლებიც სულ უფრო და უფრო ვიწროვდებოდა. ისინი ეყრდნობოდნენ ფართოდ გაგებულ კლასიკურ მემკვიდრეობას (როგორც დასავლურს, ისე აღმოსავლურს) და ასევე აგრძელებდნენ ქართულ არქიტექტურულ ტრადიციებსაც (ლანდშაფტის და არქიტექტურის ჰარმონია).
ამ პერიოდის შენობები, რომლებმაც საქართველოს ქალაქების იერსახე მნიშვნელოვანწილად განსაზღვრეს, ქალაქთმშენებლობის გაუაზრებელ პოლიტიკას მსხვერპლად ეწირებიან.
ქართული English Русский
არქიტექტურის ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უჭირავს მეოცე საუკუნის პირველ ნახევარს. ეს პერიოდი, ერთი მხრივ, ხასიათდება არქიტექტურული სტილების მრავალფეროვნებითა და ახალი გზების ძიებით. ახალი მასალების გამოჩენამ და ტექნოლოგიურმა პროგრესმა პრინციპულად შეცვალა არქიტექტურის შესაძლებლობები, რამაც დიდი გავლენა იქონია არქიტექტურის განვითარებაზე. მეორე მხრივ, რიგ ქვეყნებში — ტოტალიტარულ რეჟიმებში, არქიტექტურა, ისევე, როგორც ზოგადად ხელოვნება, გაბატონებული რეჟიმების იდეოლოგიის სამსახურში აღმოჩნდა, შესაბამისად, მკვეთრად შეიზღუდა არქიტექტორთა თუ ხელოვანთა შემოქმედებითი თავისუფლება.
ახალი ეპოქის არქიტექტურულ სახედ უდავოდ იქცა მოდერნიზმი, თუმცა
XX საუკუნის ნეოკლასიციზმი სტილისტური თვალსაზრისით შეგვიძლია გავყოთ ორ ძირითად ხაზად, პროგრესიზმად და ისტორიციზმად. მათ შეგვიძლია პირობითად ვუწოდოთ „კონსერვატიული ნეოკლასიციზმი“ და „მოდერნისტული ნეოკლასიციზმი“.
„კონსერვატიული ნეოკლასიციზმი“ საფუძვლად იღებს ბერძნულ-რომაულ არქიტექტურას, კლასიკური არქიტექტურის პროპორციებს, კომპოზიციებს, სტრუქტურას. მიუხედავად იმისა, რომ ნეოკლასიციზმის ეს მიმდინარეობა უარს არ ამბობს და ფართოდ იყენებს ახალ მასალას და ტექნოლოგიებს, ყურადღება მაინც გადატანილია ობიექტის კლასიკურ არქიტექტურასთან მსგავსებაზე. შესაბამისად, არქიტექტორები ხშირად მიმართავენ იმიტაციებსა და რეპლიკაციებს. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ვინსენტ ჰარისის (Vincent Harris) ობიექტები: მანჩესტერის ბიბლიოთეკა
„მოდერნისტული კლასიციზმი“ არჩევანს ძველის ახალში ტრანსფორმირებაზე, ინტეგრირებაზე აკეთებს, რაც განსაკუთრებით ეხებოდა ახალ ტექნოლოგიებს, მასალას, მშენებლობის ეკონომიურობას. შესაბამისად, რიგი არქიტექტორები ეძებდნენ კომპრომისულ ვარიანტებს ისტორიასა და სიახლეს შორის.
სხვადასხვა სტილის, მათ შორის კლასიკურის და თანამედროვე არქიტექტურის შეჯერებას ცდილობს
პოსტკონსტრუქტივიზმი ეს არის
ქართული პოსტკონსტრუქტივიზმი მიყვება და იზიარებს ზოგად საბჭოურ ტენდენციებს, თუმცა რუსული პოსკონსტრუქტივიზმისგან განსხვავებით ჩვენში ნაკლებია ექსპერიმენტები. განხორციელებულ პროექტებში შედარებით მსუბუქად აისახა პოსტკონსტრუქტივიზმის ძირითადი მახასიათებლები: ექსპრესიულობა, ჰორიზონტალურ და ვერტიკალურ მოცულობათა ხაზგასმული კონტრასტი, მასშტაბი. ზოგადად კონტრასტულობა (ყრუ და შემინული, მძიმე და მსუბუქი, სწორხაზოვანი და მომრგვალებული, ჰორიზონტალური და ვერტიკალური, მაღალი და დაბალი მოცულობები), რომელიც ძირითადი სამეტყველო ენა იყო, როგორც კონსტრუქტივიზმის, ასევე პოსკონსტრუქტივიზმისა, შედარებით შერბილებულია ქართულ არქიტექტურაში. ქართული კონსტრუქტივიზმის საინტერესო მაგალითებიდან აღსანიშნავია „იმელი“ - მარქსის ენგელსის და ლენინის ინსტიტუტის ფილიალი(თბ. რუსთაველის გამზირი. არქ. ა.შჩუსევი, 1938წ.) აქ "სტალინისტური ამპირისთვის" სახასიათო მთავარ ფასადს, ეზოს მომრგვალებული, კონსტრუქტივისტული ფასადი ენაცვლება;
The Marx-Engels-Lenin-Stalin Institute, Tbilisi (designed by Alexey Shchusev, 1938)© National Archives of Georgiaსაქართველოს პარლამენტის ზედა კორპუსი (არქ. ვ. კოკორინი, გ.ლეჟავა:
The House of Government, now Georgian Parliament Building, Tbilisi (designed by Viktor Kokorin and Giorgi Lezhava, 1933–1938)© National Archives of Georgia"მოდების სახლი"(თბ. ზაარბრიუკენის მოედანი, არქ. გ.ხიმშიაშვილი, 1936წ.), ლოტოსისებრი კაპიტელებით გაფორმებული გიგანტური ორდერით.
The Fashion House on Saarbrücken Square, Tbilisi (designed by G. Khimshiashvili, 1936)© National Archives of Georgia1930-იანი წლების დასაწყისიდან მიმდინარეობს ამჟამინდელი მერაბ კოსტავას ქუჩის ინტენსიური განაშენიანება, რაც თავად გმირთა მოედნის მოწყობასთან, გმირთა მოედნისა და ვაკის, სადგურის მოედნისა და საბურთალოს დამაკავშირებელი მაგისტრალების გაყვანასთან და კეთილმოწყობასთან იყო დაკავშირებული. ერთმანეთის მიყოლებით აშენდა რამდენიმე შენობა. პოსტკონსტრუქტივიზმს შეგვიძლია მივაკუთვნოთ: ე.წ. 11 სართულიანი სახლი;
The “Eleven-Storied building” apartment block, Tbilisi (designed by Mikhail Kalashnikov, 1939)© National Archives of Georgiaსაქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პირველი კორპუსი (თბილისის რკინიგზის ტრანსპორტის ინსტიტუტის ინჟინერთა, შემდეგში საქართველოს ვ. ი. ლენინის სახ. პოლიტექნიკური ინსტიტუტი)
The First Building of the State Technical University, Tbilisi (designed by Мikhail Neprintsev, 1941)© National Archives of Georgiaდა ე.წ. „ჩაი გრუზიას“ ადმინისტრაციული კორპუსი.
The administrative building of the “Georgia Tea” trust, Tbilisi (designed by Mikhail Neprintsev, 1936–1941)© National Archives of Georgiaმერაბ კოსტავას (ყოფილი ლენინის) ქუჩა
არქიტექტურული რიტმითა და ექსპრესიით, მოდერნული და კლასიკური არქიტექტურის შერწყმის თავისებური, არატრაფარეტული გაერთიანების მცდელობით, პოსტკონსტრუქტივიზმს შეგვიძლია მივაკუთვნოთ საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის I კორპუსი;
შენობა მთელ კვარტალს მოიცავს, განსაკუთრებით არის დამუშავებული სიმონ ჩიქოვანისა და მერაბ კოსტავას ქუჩის კვეთასა და მოედანზე გამავალი ფასადი. მოედანზე გახსნილი ფასადის ძირითადი კომპოზიციური აქცენტი მკვეთრად წინწამოწეული ცილინდრული მოცულობაა, რომელიც დეკორირებულია შეწყვილებული მრგვალი პილასტრებით და თაღოვანი სარკმლებითაა დანაწევრებული. შენობის ამ ნაწილის მრგვალ, დენად ფორმებს ქვედა, კუთხის ფასადის ტეხილი გეომეტრიული ფორმები ცვლის. ორმხრივი კიბეებით გამოყოფილი ნახევარწრიული ბაქნის გარშემო განთავსებული კუთხის ფასადი წაკვეთილი სამკუთხედის მოხაზულობისაა და სამი სიბრტყისგან შედგება, რომლებიდანაც ცენტრალური პორტიკითა აქცენტირებული. გარდა ფასადების ხასიათისა (გეომეტრიული, ტეხილი, მომრგვალებული და დენადი), განსხვავდება თავად ფასადთა დამუშავებაც. ზედა ნაწილი, რომელიც მეორე რიგის მშენებლობაა, უფრო გადატვირთულია. ის უფრო მეტად არის დეკორირებული და აშკარად სცდება
ამ ორი, განსხვავებული ხასიათის ფასადს შორის გადაჭიმულია შენობის გრძელი მკლავი, რომელიც მ. კოსტავას ქუჩას მიუყვება და ბუნებრივად იმეორებს მის მრუდს. შეზნექილი ფასადის პირველი სართული დამუშავებულია მასიური გრანიტის რუსტიკით, რომელსაც ეყრდნობა მართკუთხა სარკმლებით დაცხრილული და სამი სართულის გამაერთიანებელი ბრტყელი, პილასტრებით დეკორირებული ცენტრალური ნაწილი.
მთლიანობაში, შენობა იდეალურად ეწერება არსებულ რელიეფში. მისმა ფორმამ და დამოკიდებულებამ რელიეფის მიმართ პრაქტიკულად განსაზღვრა ამ ტერიტორიის განაშენიანების ხასიათი. ტექნიკური უნივერსიტეტის შენობის მრუდი, გამოძახილს პოულობს როგორც მის მოპირდაპირედ, მერაბ კოსტავას
1939 წელს მოედანზე, უშუალოდ ჩელუსკინელებისა და ვ. ლენინის (თამარ მეფისა და კოსტავას) ქუჩების შესაყარზე, დაიწყო მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის შენება. მიხეილ კალაშნიკოვის პროექტით დაგეგმილი მშენებლობა გამოირჩეოდა, როგორც საპროექტო ტერიტორიის მოცულობით, ასევე მასშტაბით. საცხოვრებელი სახლის
გრძელი (165 მ), მორკალული შენობის მთავარი, მოედანსა და მერაბ კოსტავას ქუჩაზე გამომავალი ფასადი სამ ნაწილად არის დაყოფილი. სამივე ნაწილი დამოუკიდებელ კომპოზიციაზეა აგებული, საკუთარი სიმეტრიით, კომპოზიციური ცენტრითა და საფასადო დეკორით. ამავდროულად, ისინი ჰარმონიულად იკვრებიან საერთო კომპოზიციაში, რაც შენობის გრძელ ფრონტს მრავალფეროვნებას სძენს. შენობა, ტექნიკური უნივერსიტეტის მსგავსად, ხასიათდება გეომეტრიულობით, ლაკონიურობითა და ზომიერი დეკორით. ასბინიანი სახლისთვის ისევე, როგორც „ჩაი გრუზიის“ ადმინისტრაციული შენობისთვის, სახასიათოა სიბრტყეებით „თამაში“, ვერტიკალური და ჰორიზონტალური ხაზების, სადად შელესილი კედლის სიბრტყისა და დეკორატიული ელემენტების კონტრასტი. მსგავს პროექტებს ვხვდებით საბჭოთა კავშირის სხვა ქალაქებშიც: საცხოვრებელი სახლი (Новинский бульвар) — არქ. ლ. ტალალაი, ა.ძერჟკოვიჩი, 1937წ., მოსკოვი; მეცნიერებათა აკადემიის საცხოვრებელი სახლი — არქ. ა. ნედოპაკა, 1936წ. კიევი; სასტუმრო „მოსკოვი“ — არქ. ა. შჩუსევი, ლ.საველევი,
დღესდღეობით, „ჩაი გრუზია“ —პრაქტიკულად სრულიად დაინგრა, შენარჩუნდა მხოლოდ ფასადი. სრულად არის წაშლილი შენობის არქიტექტურული სახისა და ხასიათის მაფორმირებელი მახასიათებელი: მოცულობათა და სიბრტყეებით „თამაში“. „11 სართულიანი“ — დაშენებების ხარჯზე დაკარგულია კომპოზიციის სიცხადე, ლაკონიურობა. გმირთა მოედნის ტრანსფორმაციამ, შენობის უკან წარმოქმნილმა ახალმა ქაოსურმა უბანმა სრულიად შეცვალა შენობის ხედვის არეალები, გარემო. მრავალსართულიანი ახალი მოცულობის დამატებით და არასწორი რეკონსტრუქციის შედეგად მნიშვნელოვნად არის დაზიანებული „იმელი”.
თანამედროვე საქართველოსათვის გამოწვევაა საბჭოთა არქიტექტურული მემკვიდრეობის მნიშვნელობის, მისი ისტორიული, ურბანული და არქიტექტურული ღირებულების შეფასება და მათი სწორი ინტერპრეტაციაა. სამწუხაროდ, სრულიად საწინააღმდეგო პროცეს ვხედავთ. ფაქტობრივად, ჩვენ თვალწინ მიმდინარეობს, როგორც კონკრეტული ობიექტების, ისე მთელი არქიტექტურული ანსამბლების განადგურება. მაგალითისთვის შეგვიძლია მოვიყვანოთ ზემოთ აღწერილი შენობები: „იმელი“ — სამოქალაქო საზოგადოების დიდი ძალისხმევის შედეგად შენობა არ დაინგრა, თუმცა რადიკალურმა, გაუაზრებელმა და გაუმართლებელმა ჩარევებმა (დაემატა ახალი, მინის კოშკურა მოცულობა, სახე იცვალა უკანა ფასადმა, სრულიად გადასხვაფერდა ინტერიერი) მნიშვნელოვნად შეცვალა ის.
დღეს, საბჭოთა მემკვიდრეობისადმი დამოკიდებულება საკმაოდ არაერთგვაროვანია. უდავოა რომ, საბჭოთა არქიტექტურამ არსებული ცენზურისა და ჩარჩოების ფარგლებში შექმნა საინტერესო ნიმუშები, რომლებმაც დიდ წილად განაპირობეს საქართველოს ქალაქების იერი.
1930-ანი წლების ბოლოს პოსტკონსტრუქტივიზმისთვის სახასიათო ძიებები, ექსპერიმენტების, ინდივიდუალური გადაწყვეტების გზა მიუღებელი გახდა. ჩამოყალიბებულია „სტალინური ამპირის“ ჩარჩო-კონცეფცია. უნიფიცირებულმა მიდგომამ საბჭოთა არქიტექტურიდან დიდწილად განდევნა შემოქმედებითობა და ინდივიდუალურობა. მიუხედავად იმისა, რომ ქართული პოსტკონსტრუქტივიზმი რუსულთან შედარებით ნაკლებ ექსპრესიული და ექსპერიმენტული, ამ პერიოდის ნამუშევრები გამოირჩევა არაშაბლონური, საინტერესო გადაწყვეტებით.
საბჭოეთში აშენებდნენ შენობებს, რომლებსაც უნდა ემღერათ ქვეყნის დიდებაზე, სიძლიერეზე, მუდმივობაზე. სსრკ აღარაა, მაგრამ არის არქიტექტურა, რომელიც შესანიშნავად ჰყვება ამბავს სახელმწიფოზე, სადაც რეპრესირებულები იყვნენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ არქიტექტურულ სტილებიც. ის, იძულებით ერთობაზე დაფუძნებული ქვეყანა და მისი არქიტექტურა, არასახარბიელო, მაგრამ ჩვენი წარსულის განუყოფელი ნაწილია. შენობების განადგურებით ისტორიას ვერ შევცვლით.
GeorgiaPoliticians and experts share their views
7 August 2023
ArmeniaAlready for the 20th time Golden Apricot IFF, curated a program consisting of films from the Lesser Caucasus
27 July 2023
MoldovaHow Moldova is Moving Away from Russia Because of Russia
26 July 2023
GeorgiaTen features of Georgia’s ruling party to maintain power
21 July 2023
BelarusArgues Yauhen Krasulin, PhD in History, witness and participant in the events of recent times
18 July 2023
ArmeniaPolitical analyst Mikayel Zolyan reflects upon what Armenia’s foreign policy should be today
13 July 2023
MoldovaHow the war between Russia and Ukraine has changed the situation around Transnistria
4 July 2023
BelarusNotes of a writer who didn’t want to go anywhere
9 June 2023
ArmeniaVisible and invisible problems of Russian emigration to Armenia
30 December 2022
MoldovaGagauzia: Fighting with themselves for their own language
27 December 2022
GeorgiaHumiliation and enthusiasm in Georgia
26 December 2022
BelarusArt historian Ekaterina Ruskevich talks about the duality of the Belarusian space, about the emigration, the dialog, and the responsibility
23 December 2022