Das schwindende Volk
Ist es möglich, den raschen Bevölkerungsrückgang in der Republik Moldau zu drosseln?
19 October 2023
ამ წერილში, თამთა მიქელაძე, სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანადამაარსებელი და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი აანალიზებს მმართველი პარტიის, „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის ოლიგარქიული სისტემის ძალაუფლების სტრუქტურას. ძალაუფლების შენარჩუნების 10 ინსტრუმენტის მაგალითზე ის აჩვენებს, რომ „ქართული ოცნების“ და ივანიშვილის სისტემის პირობებში საქართველო გადაეშვა ჰიბრიდულ ავტორიტარიზმში.
ქართული English Deutsch Русский
უკრაინაში რუსეთის სასტიკი ომის დაწყების შემდეგ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკაში მნიშვნელოვანი ცვლილებები იგრძნობა. ერთი მხრივ, ეს უკავშირდება ქვეყნის შიგნით ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას და კრიზისებს, მეორე მხრივ კი, ნეგატიურ ტენდენციებს საგარეო პოლიტიკაში, რომლებიც „ქართული ოცნების“ მთავრობის ერთგულებას ევროპული მისწრაფებების მიმართ სულ უფრო მეტად აყენებს კითხვის ნიშნის ქვეშ. ნეგატიური ცვლილებები „ქართული ოცნების“ მმართველობაში სწორედ იმ დროს გამოვლინდა, როდესაც თავის დროზე კოალიციურად შექმნილმა პოლიტიკურმა ორგანიზაციამ ჰომოგენიზაციის ბოლო სტადიას მიაღწია, სრულად დაკარგა შიდა მრავალფეროვნებისა და ბალანსის რესურსი და არა ერთი მკვლევარი და მოქალაქე აალაპარაკა ქართული ოცნების მიერ „ნიღბის ჩამოხსნის“ შესახებ.
დღეს ქართული საზოგადოება სავსეა კითხვებით და ეჭვებით იმის შესახებ, თუ რა ხდება სინამდვილეში ქვეყანაში? ეს კითხვები ისმის ქუჩებში, აქციებზე, უნივერსიტეტებში, ბირჟებზე, ოჯახებში. რით უნდა აიხსნას ის, რომ, ახლა, როცა საქართველოს აქვს ისტორიული შანსი მოხვდეს ევროკავშირის გაფართოების ახალ ტალღაში მოლდოვასთან და უკრაინასთან ერთად, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება ყოველდღე აკეთებს ნეგატიურ განცხადებებს ევროკავშირის წარმომადგენლების მიმართ და ავრცელებს შეთქმულების თეორიას, თითქოს დასავლეთში „ომის გლობალური პარტია“ სამხედრო მოქმედებებში საქართველოს ჩათრევას ცდილობს?! რით უნდა აიხსნას, რომ, მაშინ, როდესაც ევროკავშირის წევრი ქვეყნები ამკაცრებენ ეკონომიკურ სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ და ზრდიან უკრაინის მხარდაჭერას, საქართველოს მთავრობა პოლიტიკურ კონფლიქტში შედის უკრაინის ლიდერებთან, აორმაგებს რუსეთთან ვაჭრობას და სიხარულით თანხმდება მოსკოვთან ფრენების აღდგენას?! რით უნდა აიხსნას, რომ, ახლა, როცა ევროპის ახალი უსაფრთხოების არქიტექტურა იქმნება, საქართველოს ხელისუფლება არაფერს აკეთებს ოკუპაციისა და რუსეთის მიერ საქართველოსთვის მოყენებული სამხედრო, პოლიტიკური და ადამიანური ზიანის გლობალურ გეოპოლიტიკურ დღის წესრიგში დასაყენებლად და რუსეთს მტრადაც კი ვერ მოიხსენიებს?! რით უნდა აიხსნას, რომ, ევროკავშირის მხრიდან კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრე, ხელისუფლება პარლამენტში სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების წინააღმდეგ უცხო ქვეყნის გავლენის აგენტების შესახებ რუსული ტიპის კანონის მიღებას აანონსებს, ან როდესაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ბუდაპეშტში, ევროკავშირის თავის ტკივილად ქცეული ვიქტორ ორბანის მეგობრის სტატუსით, კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების ყოველწლიურ კონფერენციაზე (CPAC) ჰომოფობიური სიტყვით გამოდის? რით უნდა აიხსნას, რომ, მაშინ, როდესაც საქართველო ზედმიწევნით უნდა ასრულებდეს ევროკავშირის 12 რეკომენდაციას, ხელისუფლება სამუშაო ჯგუფების ფარგლებშიც კი ვერ ახერხებს კონსტრუქციული დიალოგის სივრცის შექმნას ოპოზიციასთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან?!
ამ კითხვებზე ერთმნიშვნელოვანი პასუხები ჩვენს საზოგადოებაში არ არსებობს. ნაწილი მას „ქართული ოცნების“ პოლიტიკური და ეკონომიკური ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესით ხსნის, ნაწილი გლობალურად მზარდი ავტორიტარიზმის „ბუნებრივ“ გაგრძელებად მიიჩნევს (განსაკუთრებით სამეზობლოში, აზერბაიჯანში, თურქეთში, რუსეთში, ძლიერი და რეპრესიული ავტორიტარიზმების ფონზე), ნაწილი კი „ქართული ოცნების“ გეოპოლიტიკური ინტერესებით და რუსეთთან დაახლოებული ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის საეჭვო მოკავშირეობით კრემლთან. ყველა ეს ახსნა ლეგიტიმური, ურთიერთდაკავშირებული და საყურადღებოა. აშკარაა, რომ ევროკავშირთან დაახლოების პროცესი „ქართული ოცნებისაგან“ დემოკრატიული რეფორმების გაღრმავებასა და კონსენსუალური პოლიტიკის გატარებას ითხოვს, რაც ძალაუფლების შენარჩუნების მის ველურ ინტერესებს ეწინააღმდეგება. ისიც ცხადია, რომ უკრაინაში ომმა, რუსეთისთვის დაკისრებულმა გლობალურმა ეკონომიკურმა სანქციებმა და საშუალო კლასის რუსების მაღალმა მიგრაციამ ჩვენს რეგიონში რუსული ბაზრის გამოყენების ახალი ეკონომიკური შესაძლებლობები გააჩინა. საქართველოსა და რუსეთს შორის სავაჭრო ურთიერთობების ანალიზი აჩვენებს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, 2022 წლის მარტიდან 2023 წლის თებერვლამდე პერიოდში, რუსეთის ფედერაციიდან საქართველოში იმპორტი
ყველა შემთხვევაში იმისთვის, რომ ზემოთ დასახელებულ კითხვებზე პასუხს მივუახლოვდეთ, მნიშვნელოვანია კარგად გავიაზროთ ის პრაქტიკები, ინსტრუმენტები და ტექნიკები, რომელსაც ქართული ოცნების ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებისთვის იყენებს და შევეცადოთ მისი მმართველობის სპეციფიკა უკეთ მოვიხელთოთ. ამ პროცესს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს იმ ფონზე, როდესაც არსებული რეჟიმის ძალაუფლების სტრუქტურების აღწერისა და თეორიული გააზრების მცდელობები სუსტია და მისი არაფორმალური, არამყარი და ხშირად „მერყევი“ ბუნება მის აღწერას ართულებს.
1. ქართული ოცნების მმართველობის
2. 2012 წელს, ძალაუფლებაში ქართული ოცნების მთავარი დაპირება ძალადობაზე უარის თქმა იყო. ის საზოგადოებას სისტემურ ცვლილებებს ჰპირდებოდა. მართლაც, მისი მმართველობის პირველ წლებში, არაერთი მიმართულებით შეიმჩნეოდა ინსტიტუციური გაუმჯობესება. თუმცა, როგორც კი „ქართული ოცნების“ ხელისუფლება კრიზისის წინაშე აღმოჩნდა, მან ძალაუფლების კონსოლიდაციის და მოსახლეობის სოციალური კონტროლის იგივე პრაქტიკები გამოიყენა, რომელსაც წინა ხელისუფლებაც იყენებდა. ხელისუფლების შტოებს შორის კონტროლისა და ურთიერთშეკავების მექანიზმების მოშლა, პარლამენტში ძალაუფლების გადანაწილებისა და კონსენსუალუარი თამაშის წესების არარსებობა, სასამართლო სისტემაში კლანების ბატონობა, სამართალდამცავი სისტემების პოლიტიზება და დაუსჯელობა, ადგილობრივი თვითმმართველობის სისუსტე და ვერტიკალური მართვის სტილი, საპროტესტო აქციების სასტიკი საპოლიციო დარბევა, მასობრივი უკანონო მოსმენები და პირადი ცხოვრების ამსახველი მონაცემების უკანონო გავრცელება, საჯარო სამსახურის კონტროლი — ქართული ოცნების მმართველობის სტილია, რომელიც ხშირად იმეორებს წინა ავტორიტარული მმართველობის პრაქტიკებს. ბოლო 2 წლის განმავლობაში კონტროლსა და რეპრესიაზე დაფუძნებული მმართველობის ეს პრაქტიკები კიდევ უფრო ინტენსიური და თვითნებური გახდა, რაც საქართველოში პოლიტიკური სისტემის ჰიბრიდული დემოკრატიიდან ჰიბრიდულ ავტორიტარიზმზე გადასვლაზე მიანიშნებს.
3. „ქართული ოცნების“ ხელისუფლება, პირველ წლებში, ძალადობისგან თავის შეკავების და მმართველობის ერთგვარი რბილი სტილის დემონსტრირების პარალელურად, იწყნარებდა სოციალური ძალადობის ფაქტებს და პოლიტიკურ და სამართლებრივ იმუნიტეტს აძლევდა იმ კონსერვატიულ თუ ღიად პრორუსულ ჯგუფებს, რომლებიც მასობრივად დევნიდნენ და ძალადობდნენ სხვადასხვა სოციალურ ჯგუფებზე (ოპოზიცია, მედია, ლგბტ ადამიანები, რელიგიური უმცირესობები). დღეს ძალადობრივი ჯგუფების მიერ კულტივირებული პოლიტიკური და სოციალური სიძულვილისა და პრორუსული პროპაგანდის შინაარსი ხელისუფლების რიტორიკაშია გადანაცვლებული და დისკურსული ზღვარი ამ ჯგუფებსა და ხელისუფლებას შორის თითქმის წაშლილია.
4. „ქართული ოცნების“ მმართველობის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მახასიათებელი პოლიტიკაში არაფორმალური მმართველობისა და გავლენების ნორმალიზებაა. ეს გავლენები პირველ რიგში ბიძინა ივანიშვილის ფიგურას უკავშირდება, რომელმაც პრემიერ-მინისტრის ფორმალური პოზიცია მალევე დატოვა და ამის შემდეგ წლების განმავლობაში წარმოჩინდებოდა, როგორც ფორმალური ძალაუფლების მიღმა მდგარი ერთგვარი სუპერძალა, რომელიც საჭირო მომენტში პოლიტიკაში ჩართვისა და კრიზისის განმუხტვის მოლოდინს ქმნიდა. თუმცა, მილიარდერმა ივანიშვილმა, ბოლო წლებში, საზოგადოებრივი ნდობა დაკარგა. დღეს მას გაცილებით დაბალი რეიტინგი აქვს, ვიდრე მისივე მთავრობის ლიდერებსა და მერებს. მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილი ინარჩუნებს ჭარბ გავლენას პარტიაზე და სახელმწიფო ინსტიტუტებზე, აღიარებისა და სიმდიდრის საკრალურობისგან განძარცვული ლიდერი კრიზისის განმუხტვის არც რეალურ რესურსს ფლობს და ამგვარ მოლოდინებს აღარც საზოგადოებაში აჩენს. მზარდი რეპრესიები, რომელიც ხელისუფლებისთვის ძალაუფლების გადარჩენის ერთ-ერთი მთავარ ინსტრუმენტად რჩება, შეიძლება ამ ნდობის დაკარგვითაც აიხსნას.
5. „ქართული ოცნების“ ოლიგარქიულმა სისტემამ წაშალა ზღვარი სახელმწიფოსა და კერძო ინტერესებს შორის. შედეგად, პოლიტიკური და ეკონომიკური ინტერესები ისე დაახლოვდა და გადაიხლართა, რომ პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება მატერიალური კეთილდღეობის შენარჩუნების სასიცოცხლო ინტერესებს დაუკავშირდა. ივანიშვილის ოლიგარქიაში ის არის მთავარი პატრონი. მისი პატრონაჟის პირამიდაში კი ჩნდებიან მისადმი დაქვემდებარებული სხვა ფიგურები და ჯგუფები, რომლებიც, ივანიშვილის კეთილგანწყობის შესაბამისად, იძენენ ან კარგავენ პოლიტიკურ და ეკონომიკურ ძალაუფლებას და რესურსებს. სახელისუფლებო პოლიტ-ეკონომიკური პირამიდის გარეთ მოქცეული ჯგუფებს კი რესურსებზე ხელი აღარ მიუწვდებათ, ან სულაც მტრებად ცხადდებიან. თუ 2003 წლისწლის შემდეგ პოსტ-რევოლუციური მთავრობის მთავარი იდეა პოლიტიკურის და ეკონომიკურის (ბაზრის) აგრესიული გამიჯვნა იყო, რომელმაც ნეოლიბერალური ექსპერიმენტებისა და მისი საპოლიციო დაცვის აგრესიული ფორმები მიიღო (მიუხედავად იმისა, რომ არა ერთი ორგანიზაცია ელიტური კორუფციის ნიშნებზე საუბრობდა), ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამიჯვნის ამ პრინციპზე უარი თქვა და ამით მმართველობის ლოგიკა პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოების ტრადიციულ სტრუქტურაში დააბრუნა.
6. ქართული ოცნების ხელისუფლება თავისი მმართველობის მეთერთმეტე წელს ვერ ახერხებს მასობრივი ელექტორალური მხარდაჭერის მოპოვებას. ამ პირობებში, უნდობლობის გაღრმავება და მასზე დაფუძნებული პოლიტიკური და სოციალური პოლარიზება მისთვის გავლენის პირამიდის შენარჩუნების ძირითადი სტრატეგია ხდება. ქართული ოცნების ხელისუფლება უკვე რამდენიმე წელია ცდილობს ყველა პოლიტიკური და ნახევრად პოლიტიკური აქტორის (ოპოზიცია, მედია, სამოქალაქო საზოგადოება, აქტივისტური ჯგუფები) დელეგიტიმაციას, რათა ამით ვინმეს გარშემო ნდობის კონსოლიდაცია არ დაუშვას. ხელისუფლებისთვის არსებითია, შეინარჩუნოს ელექტორალური გადანაწილების არსებული სტატუს კვო, სადაც მოსახლეობის
7. „ქართული ოცნებისათვის“ ძალაუფლების შენარჩუნების კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მექანიზმი სოციალური მოწყვლადობის და სიღარიბის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზაციაა. ქვეყანაში რადიკალურად არის გაზრდილი სოციალურ დახმარებაზე დამოკიდებული ადამიანების რაოდენობა. 2022 წლისწლის მდგომარეობით, მიზნობრივი სოციალური დახმარების მიმღებთა რიცხვი 2011 წელთან შედარებით
8. „ქართული ოცნების“ ხელისუფლებისთვის ამომრჩეველთა აქტიური პოტენციალის დემობილიზაციის კიდევ ერთი იარაღი ომების და შეირაღებული კონფლიქტების დანატოვარი ტრავმების და შიშების ინსტრუმენტალიზაციაა. უკრაინის ომმა ქართულ საზოგადოებას საკუთარი ომების მძიმე ჭრილობები გაახსენა. ომის დაწყების შემდეგ, სოციალური ქსელები ყოველდღიურად ივსებოდა დევნილების ისტორიებით უმძიმესი ტკივილის, დანაკარგებისა და გაჭიანურებული კონფლიქტის მიერ მიყენებული ზიანის შესახებ. სწორედ ამ ჭრილობების გამოყენება დაიწყო „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ. თითქმის ერთი წელია მისი პროპაგანდის მთავარი გზავნილი ასეთია: არსებობს გლობალური ინტერესი უკრაინის ომში საქართველოს ჩათრევაზე და მხოლოდ „ქართული ოცნების“ მთავრობაა ახერხებს ქვეყანაში მშვიდობის გარანტირებას. ამისთვის კი მას პრაგმატული პოლიტიკა და რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაცია სჭირდება. ქვეყანაში, სადაც ადამიანებს არ აქვთ ყოველდღიური მშვიდობა, სადაც რუსული საოკუპაციო ძალები ყოველწლიურად ასობით ადამიანს აკავებენ გამყოფი ხაზის სოფლებში, სადაც განუწყვეტლად მიმდინარეობს ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი, რომლის შედეგადაც საოკუპაციო ძალები კონფლიქტის ზონაში ახალ ადგილებს იკავებენ, სადაც კონფლიქტის რეგიონებში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობა ქრონიკულ ჰუმანიტარულ კრიზისს განიცდის, ხელისუფლების მიერ გარანტირებულ მშვიდობაზე ამ ტონით საუბარი უხერხულია და რეალობას ამახინჯებს.
9. ძალაუფლების შენარჩუნების კიდევ ერთი იარაღი ხელისუფლებისთვის კონსერვატიული სენტიმენტების ინსტრუმენტალიზაციაა. აქ ხელისუფლება ყველაზე აქტიურად იყენებს ეკლესიის მხარდაჭერას და მიმართავს პოლიტიკურ ჰომოფობიას, რომელსაც ხშირად გეოპოლიტიკურ მიმართულებას აძლევს. მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც წინა წლებში ხშირად ასრულებდა შემრიგებლის ფუნქციას კონფლიქტურ პოლიტიკურ გარემოში, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში მთავრობის მიმართ ღიად ლოიალურ ინსტიტუციად იქცა. ერთი შეხედვით, როლის ეს ცვლილება ეკლესიის შიგნით გაჩენილი კრიზისებითა და ქართული ოცნების კონსერვატიული პოპულიზმის მიმართ ეკლესიის „ბუნებრივი“ კმაყოფილებით შეიძლება აიხსნას, თუმცა, მისი უფრო ძირეული ახსნა ეკლესიაზე მთავრობის მიერ მოპოვებული უხეში კონტროლის მექანიზმებს უნდა დავუკავშიროთ. როგორც ორი წლის წინ გავრცელებულმა ინფორმაციამ დაადასტურა, ხელისუფლება წლების განმავლობაში რეგულარულად და მასობრივად ისმენდა და უკანონოდ ინახავდა სასულიერო პირების პირად კომუნიკაციას, რასაც, როგორც ჩანს, მათი კომპრომეტირებისა და კონტროლის ეფექტიან იარაღად გამოიყენა.
10. „ქართული ოცნების“ მიერ გამოყენებული კონსერვატიული პოპულიზმი ახალი ავტორიტარიზმების პარადიგმას მიყვება. ის მოჩვენებითი უმრავლესობის ლოგიკას ეფუძნება და საფუძველშივე ანტიპლურალისტურია. ყველა ვინც ხელისუფლების კრიტიკას მიმართავს, ირაცხება სახელმწიფოს ან ეკლესიის მტრად, რომელიც არ იმსახურებს პატივისცემას და პოლიტიკურ არსებობას. ოპონენტების დეჰუმანიზების პრაქტიკამ ზოგიერთ შემთხვევაში იმდენად მძიმე ხასიათი მიიღო, რომ მიზანში ამოღებულ ადამიანებზე ძალადობრივი თავდასხმის, შევიწროებისა და ტრაგიკული სიკვდილის მიზეზიც კი გახდა. ყველა ამ აფექტის, შიშისა და სენტიმენტის მობილიზებას და პროპაგანდაში ჩართვას კი, ხელისუფლება პოლიტიკური ტექნოლოგიების გამოყენებით ახერხებს, რომელიც მედია და სარეკლამო ბაზარზე ხელისუფლების მონოპოლიური წვდომის პირობებში, მასობრივი და ეფექტიანი გავლენის იარაღი ხდება. საქართველოში უახლესი რაოდენობრივი კვლევის ანალიზები აჩვენებს, რომ ხელისუფლების ამომრჩეველი უფრო მეტად პოლარიზებულია.
„ქართული ოცნების“ ხელისუფლება დღეს შეიძლება შეფასდეს როგორც ჰიბრიდული ავტორიტარიზმი, რომელიც ძალაუფლების კონსოლიდაციის, ეკონომიკური რესურსების პოლიტიკური აკუმულირების და პოპულიზმის ლოგიკაზე დგას. მართვის ეს სტრუქტურა არაფორმალური გავლენების სიჭარბის გამო პატრიმონიალურ ფორმას იღებს, რომელსაც დამანგრეველი გავლენები აქვს არა მხოლოდ დემოკრატიაზე და ინსტიტუციურ პოლიტიკაზე, არამედ საზოგადოებრივ სფეროზეც, სადაც ის მუდმივად ასუსტებს და ავიწროებს პოლიტიკური თავისუფლებებისა და თვითორგანიზების საზღვრებს. პოპულისტური რიტორიკის ახალი ტალღა ხშირად იმეორებს ახალი პოპულისტური ავტორიტარიზმების ენას და ლოგიკას, რომელიც ანტი-ელიტურ და ანტიპლურალისტურ სენტიმენტებზე დგას და საკუთარ თავს უმრავლესობის ნამდვილ და ექსკლუზიურ წარმომადგენლად წარმოაჩენს, თუმცა ხშირად სწორედ ეს რიტორიკა გადაფარავს და ნიღბავს ძალაუფლებაში მყოფი პოლიტიკური ძალის ლეგიტიმაციის პრობლემას და მის დაპირისპირებას უმრავლესობის ეკონომიკურ ინტერესებთან და გეოპოლიტიკურ (ევროპულ) არჩევანთან (საქართველოში მოსახლეობის
დასაწყისში დასმული შეკითხვა უკანასკნელი წლების ნეგატიური ტენდენციები პოლიტიკური კრიზისისა და ძალაუფლების შენარჩუნების ინტერესის შედეგია, თუ საგარეო ინტერესების ცვლილებისა, ისევ რთულად საპასუხო რჩება. მიზეზების, ფაქტორებისა და შედეგების კავშირების დანახვის ძაფი არაფორმალური პოლიტიკის ლაბირინთებში დამკვირვებელს, შეიძლება ადვილად გაექცეს. თუმცა, მიზეზების იერარქიების დადგენის გარეშე, ცხადია, რომ ამ ცვლილებების შედეგები უმძიმესია ისედაც მყიფე ქართული სახელმწიფოებისთვის: ის იწვევს დემოკრატიის ეროზიას და ის (შე)ცვლის საქართველოს პოლიტიკურ გეოგრაფიას, თუ ამ პროცესს ქართული საზოგადოება არ გააჩერებს.
Ist es möglich, den raschen Bevölkerungsrückgang in der Republik Moldau zu drosseln?
19 October 2023Wie die Opposition in Moldau neu zusammengesetzt wird und wie sie sein wird
11 October 2023Der Winter wird lang, aber wir können einander wärmen
4 October 2023Wie Chișinău im 20. Jahrhundert zum Schauplatz eines toponymischen Desasters wurde
2 October 2023Über Gedächtnis und Traumata der modernen Welt. Der armenische Autor Aram Patschjan spricht aus den Räumen einer vergessenen postsowjetischen Bibliothek
26 September 2023Geschichte und Herausforderungen des unabhängigen georgischen Films
25 September 2023Der Kampf um Freiheit im Schatten des Hungers
11 September 2023Eine belarussische Schriftstellerin über 300 Jahre Meinungsunfreiheit
8 September 2023Nicoleta Esinencu über die unangenehme moldauische Realität, die gern ignoriert wird
4 September 2023Anmerkungen zum Streik der Bergleute in Tschiatura
31 August 2023Jerewan verliert seine Erinnerungen – und die Zukunftsperspektiven sind unklar
17 August 2023Skizzenhafte Gedanken und Zitate über eine außerordentliche Ästhetik
11 August 2023