Ne unim pentru a urî?
Despre pericolul subestimat de a împărţi în „ai noştri” şi „ai lor”
20 November 2023
ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის და მისი პარტია „ქართული ოცნების“ ძალაუფლებაში მოსვლის შემდეგ, საქართველოში დაიწყო თავისუფლების შეზღუდვა საზოგადოებრივ და პოლიტიკურ სფეროებში. განსაკუთრებით მტკივნეული ეს შეზღუდვები კულტურის სფეროში იყო. აქამდე დამოუკიდებელი კულტურული დაწესებულებები: წიგნის ეროვნული ცენტრი, მწერალთა სახლი, ეროვნული კინოცენტრი, ეროვნული მუზეუმი თანდათან ექვემდებარებიან „ქართული ოცნების“ პარტიულ კონტროლს. ლიტერატურათმცოდნე ირინე ბერიძე თავის წერილში მოგვითხრობს, თუ რა გზა გაიარა ქართულმა კინომ დამოუკიდებლობის და ცენზურისაგან გათავისუფლების შემდეგ და რა საფრთხეების წინაშე დგას ის დღეს, როდესაც გამოხატვის თავისუფლება კვლავ საფრთხის ქვეშაა.
ქართული English Русский
1990-იანი წლები: ქართული დამოუკიდებელი კინოს ჩამოყალიბება
ახალი ქართული დამოუკიდებელი კინოს ჩამოყალიბება დაიწყო
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ქართულ კინოინდუსტრიაში დიდი კრიზისი დაიწყო, რომელიც გამოიწვია მოულოდნელმა მოწყვეტამ ცენტრალიზებული საბჭოთა კინოსისტემიდან და ცენზურისგან ასევე მოულოდნელმა გათავისუფლებამ.
მიუხედავად ამისა, ქართველმა კინემატოგრაფისტებმა პოლიტიკური კრიზისის დროს მაინც მოახერხეს ახალი ქართული
ცინცაძის ფილმებში შეინიშნება პირველი წყვეტა ქართულ საბჭოთა კინოტრადიციასთან. საბჭოთა პოეტური
ამ პიონერულ ნამუშევართა შორის უნდა ვახსენოთ გიო მგელაძის ფილმიც, რომელიც, ერთი შეხედვით, სამოყვარულო კინოს ფორმატშია გადაღებული. მოკლემეტრაჟიანი ფილმი „არა,
საბოლოო ჯამში, ამ პერიოდის ქართული კინო, უპირველეს ყოვლისა, შეისწავლის ინდივიდის დემორალიზაციას, გარიყულობას, გაუცხოებას ახალგაზრდა დამოუკიდებელი სახელმწიფოს ქაოსური რეალობის ფონზე. კრიზისის პერიოდის ქართულ კინოში ჩნდება ახალი თემები: კრიმინალური ბანდები, ნარკომაფია, რელიგიური და ეთნოგრაფიული თემები.
სწორედ ამ დროს ქართულ კინო პირველად ახერხებს საერთაშორისო კინოფესტივალებზე წარმატებების მიღწევას. თემურ ბაბლუანის მხატვრული ფილმი „უძინართა მზე“ (1992) 1993 წელს ბერლინალეზე ვერცხლის დათვით დაჯილდოვდა. ლანა ღოღობერიძემ გადაიღო საბჭოთა ცენზურისაგან თავისუფალი „ვალსი პეჩორაზე“ (1992) მისი ოჯახის ტრავმულ ისტორიაზე, რომელიც სტალინური რეპრესიების მსხვერპლი გახდა. ამავე პერიოდში იქმნება პირველი ქართულ-ფრანგული
ახალი ინსტიტუციური სტრუქტურები
2000-იან წლებში თბილისში დაარსდა ახალი კინო-ინსტიტუცია, რომელმაც კინოინდუსტრიაში ათწლიანი სტაგნაციის გადალახვა ითავა. 2001 წელს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს შემადგენლობაში დაარსდა სსიპი „საქართველოს ეროვნული კინოცენტრი“, რომელიც განსაზღვრავს სახელმწიფო პოლიტიკას კინოს სფეროში და სახელმწიფო მხარდაჭერას უწევს ახალი ქართული კინემატოგრაფიის განვითარებას. საბჭოთა და პოსტსაბჭოთა „ქართული ფილმისგან“ განსხვავებით, კინოცენტრს გამჭვირვალე სტრუქტურა და კინოს დაფინანსების დემოკრატიული პროცედურები ახასიათებდა. გერმანელი კინომცოდნის, ულრიხ გრეგორის აზრით, ამ პერიოდიდან
ამ, გარდამავალ პერიოდს ეკუთვნის განსაკუთრებული კინოპროექტი: ირაკლი ფანიაშვილის ფილმი „სერგო გოთორანი“, რომელიც ჰიბრიდულ, მხატვრულ-დოკუმენტურ ჟანრშია გადაღებული. ფილმის პრემიერა (ირაკლი ფანიაშვილი ერთდროულად იყო რეჟისორი, სცენარისტი და პროდიუსერი) 2009 წელს, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალზე შედგა და კინოკრიტიკის დადებითი შეფასებები დაიმსახურა, თუმცა ის, მთლიანობაში მაინც შეუმჩნეველი დარჩა. ფილმი მოგვითხრობს აფხაზეთიდან დევნილ ოჯახზე, რომელიც ნაგავსაყრელზე ცხოვრობს. ფილმი ბავშვის, სერგოს თვალითაა დანახული, რომელიც შეულამაზებლად გვიჩვენებს დევნილთა დრამატულ და გარიყულ ყოფას.
2000 წელს დაარსდა თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალი. თავდაპირველად ფესტივალს მწირი დაფინანსება ჰქონდა. მოგვიანებით, ქართული კინოცენტრისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ის საქართველოს ყველაზე დიდ კინოფესტივალად იქცა. ბათუმის საავტორო კინოს საერთაშორისო კინოფესტივალი (BIAFF), რომელიც 2006 წელს დაარსდა და ყოველწლიურად იმართება, აგრძელებს შავი ზღვის კინოფესტივალების ხანგრძლივ ტრადიციას, როგორიცაა მაგ. ოდესის ან ვარნას კინოფესტივალები.
2008 წლის საქართველო-რუსეთის ომმა ქართულ კინოინდუსტრიას მორიგი კრიზისი შეუქმნა, საიდანაც ის მხოლოდ რამდენიმე წლის შემდეგ გამოვიდა. პოსტსაბჭოთა საქართველოში კინოს დეკოლონიზაციის დინამიკასთან დაკავშირებით, შეიძლება ითქვას, რომ აქ საბოლოო წყვეტა რუსეთის კინოინდუსტრიასთან ბევრად უფრო სწრაფად მოხდა, ვიდრე სხვა პოსტსაბჭოთა ქვეყნებში. მაგალითად, კიევსა და მოსკოვს შორის
ქალი ავტორების ახალი დოკუმენტური კინო საქართველოდან
2003 წლის ვარდების რევოლუციამ საქართველოში პოლიტიკური სისტემა შეცვალა და დაასრულა ედუარდ შევარდნაძის ეპოქის სტაგნაციის ათწლეული ქართულ პოლიტიკაში. მიუხედავად ამისა, ახალი, ლიბერალური სისტემის პირობებში კინოინდუსტრიის კრიზისი მაშინვე არ დაძლეულა. გარდა მხატვრული კინოსი, სადაც ძირითადად კაცი ავტორები დომინირებენ, თანამედროვე ქართულ კინოს ახალი სახე სწორედ ქართველმა ქალმა დოკუმენტალისტებმა შესძინეს.
ქართული კინოტრადიციის ამ ახალ მიმართულებას საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთში მოღვაწე ქართველმა რეჟისორმა და მსახიობმა ნინო კირთაძემ. ნინო კირთაძე, განათლებით ფილოლოგი,
ამავე პერიოდში მოკლემეტრაჟიანი ფილმებით ასპარეზზე გამოდის რეჟისორის სალომე ჯაში, რომელმაც პირველი დოკუმენტური ფილმი, „მათი ვერტმფრენი“, 2006 წელს, გერმანიაში, ლაიფციგის კინოფესტივალ DOK
ქართველმა პროდიუსერმა და დოკუმენტური კინოს რეჟისორმა ნინო ორჯონიკიძემ 2008 წელს დააარსა საპროდიუსერო კომპანია Artefact Production და თანაავტორ ვანო არსენიშვილთან ერთად საერთაშორისო აღიარება მოიპოვა ფილმით „ალცენეი“ (2009, DOK Leipzig 2009; Krakow Film Festival 2010). ნინო ორჯონიკიძე ამჟამად თბილისში ექსპერიმენტულ და დოკუმენტურ კინოს ასწავლის და არის რედაქტორი და მენტორი მულტიმედიური პლატფორმა Chai
დამოუკიდებლობისა და დამორჩილებას შორის — მიმდინარე კინო-პროტესტი
2012 წელს ჯერ კიდევ ძალიან მყიფე დემოკრატიაში ხელისუფლებების ცვლილებასთან ერთად, შეიცვალა ქართული კინოინდუსტრიის კულტურულ-პოლიტიკური დინამიკაც. ეროვნული კინოცენტრი უკვე ჩამოყალიბდა ახალი ქართული კინოს ხელშემწყობ ცენტრალურ ინსტიტუციურ სტრუქტურად. მიუხედავად ამისა, ის დღემდე რჩება უშუალოდ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში — კულტურის სამინისტროს აქვს უფლება დამოუკიდებლად დანიშნოს კინოცენტრის დირექტორი. ეროვნული კინოცენტრი ამჟამად აქტიურად იბრძვის დამოუკიდებელი ინსტიტუციური არსებობისთვის. გაგა ჩხეიძე, რომელიც კინოცენტრს მრავალი წლის განმავლობაში უძღვებოდა და რომელმაც 2023 წელს კინოს განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის გოეთეს ინსტიტუტის გოეთეს მედლით დაჯილდოვდა, სამსახურიდან 2022 წლის მარტში გაათავისუფლეს „ფინანსური მართვის სისტემაში სერიოზული ხარვეზების“ მოტივით. თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალს კი, რომელსაც ასევე გაგა ჩხეიძე ხელმძღვანელობს, სახელმწიფო დაფინანსების ნაწილი შეუწყვიტეს. მისი გათავისუფლების რეალურ მიზეზად შეიძლება ჩაითვალოს კინოცენტრის გადაწყვეტილება, შეაჩეროს ქართული
ეს პროცესი უკვე გასულ წელს დაიწყო, როდესაც საქართველოს კინოაკადემიის დირექტორმა მინდია ესაძემ სპონტანურად გააუქმა სალომე ჯაშის დოკუმენტური ფილმის „მოთვინიერება“ (2021) დაგეგმილი ჩვენება თბილისის „კინოს სახლში“. ჯაშის ფილმი მოგვითხრობს ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის ამბიციურ ახირებაზე ეგზოტიკური ბაღის გაშენების შესახებ. ოლიგარქი დასავლეთ საქართველოს სოფლებში საუკუნოვან ხეებს ყიდულობს, რომლებიც ნაწილობრივ ზღვით გადააქვს საკუთარ პარკში დასარგავად. საზოგადოებრივი პროტესტის შემდეგ პარკი ნაწილობრივ გახსნეს საზოგადოებისათვის.
ფილმის ჩვენების შეზღუდვა ქართული კინოინდუსტრიის წარმომადგენლებმა და საქართველოს პენცენტრმა დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ცენზურის პირველ შემთხვევად შეაფასეს. რეჟისორთან სოლიდარობის ნიშნად, კინოთეატრის და კულტურული დაწესებულებების ნაწილმა ფილმის სპონტანური ჩვენებები გამართა. სახელმწიფოს მხრიდან ქართული კულტურისა და კინოს მოთვინიერების მცდელობა საბჭოთა კავშირის დანგრევიდან ოცდაათი წლის შემდეგ კვლავ აქტუალური გახდა. კინოცენტრთან დაკავშირებული პროტესტის ფონზე სალომე ჯაშის ფილმი ხელისუფლებამ კვლავ გაიხსენა. მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საჯაროდ დაესხა თავს რეჟისორ სალომე ჯაშს და მის დოკუმენტურ ფილმს და ნამუშევარს „სამარცხვინო“ და „აბსურდული“ უწოდა. კობახიძემ კინოცენტრიც გააკრიტიკა, იმისთვის, რომ სახელმწიფო ორგანიზაციამ მსგავსი პროექტების დააფინანსა.
2022 წლის ნოემბერში ქართველმა დოკუმენტალისტებმა დააარსეს ახალი პლატფორმა სახელწოდებით DOCA (დოკუმენტური კინოს ასოციაცია), რათა შეექმნათ პირველი არასახელმწიფოებრივი სტრუქტურა. ინიციატორები ოფიციალურ გვერდზე წერენ: „DOCA Georgia მუშაობს ქვეყანაში კინოინდუსტრიის დამოუკიდებლობის, ხელმისაწვდომობის, გამჭვირვალობისა და სიცოცხლისუნარიანობისთვის.“
ახალი ქართული (დოკუმენტური) კინო დღეს ისე ძლიერია, როგორც არასდროს, თუმცა გადამწყვეტი ბრძოლა ახალი ქართული კინოტრადიციის დამოუკიდებლობისთვის ჯერ კიდევ გრძელდება.
Despre pericolul subestimat de a împărţi în „ai noştri” şi „ai lor”
20 November 2023About the underestimated danger of division into “us” and “them”
20 November 2023Über die unterschätzte Gefahr, Menschen in „die Unseren“ und „die Fremden“ einzuteilen
20 November 2023О недооцененной опасности деления на «своих» и «чужих»
20 November 2023Հայ բնակչության բազմաքայլ հարկադիր տեղափոխությունները ղարաբաղյան հակամարտության հետևանքով
16 November 2023The Karabakh conflict instigated multi-stage forced resettlement of Armenians
16 November 2023Die vielen Etappen der erzwungenen Umsiedlung von Armenierinnen und Armeniern: die Folgen des Karabach-Konflikts
16 November 2023Многоэтапное вынужденное переселение армян в результате Карабахского конфликта
16 November 2023իսկ դու ասում էիր՝ չկա պատմություն, կան պատմություններ
6 November 2023and you said: there is no history, there are histories
6 November 2023Und du hast gesagt, es gibt keine Geschichte, es gibt Geschichten
6 November 2023как отвоевать место для памяти у больших нарративов
6 November 2023