Жыццё пад сталом
Напярэдадні Невядомага беларуская пісьменніца гуляецца з Мінулым
20 December 2023
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა საქართველოსათვის საკვანძო საკითხია. მიუხედავად უზარმაზარი საერთაშორისო დახმარებისა (სხვათა შორის, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება წლების განმავლობაში უჭერდა მხარს სასამართლო რეფორმას საქართველოში), ეს პრობლემა ვერ მოგვარდა ვერც „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ, როდესაც რევოლუციურმა მთავრობამ ვერ გაუძლო ცდუნებას, სასამართლო საკუთარი ინტერესებისათვის დაექვემდებარებინა, ვერც „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, რომელმაც სასამართლოს დაქვემდებარების საკუთარი მოდელი დაამკვიდრა. (ირონიულია, რომ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, წლების განმავლობაში მუშაობდა სასამართლო რეფორმის გერმანულ პროექტში). ამ მოდელს, სასამართლო სისტემის „კლანურ მმართველობას“ აღგვიწერს სამოქალაქო აქტივისტი და ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ვახუშტი მენაბდე. მისი სტატია სასამართლოს „კლანური მმართველობის“ ისტორიის და სტრუქტურის აღწერის პირველ მცდელობას წარმოადგენს. ის იმითაცაა საინტერესო, რომ ნათლად გვიჩვენებს ჩრდილოვანი მმართველობის გარედან უხილავ შიდა მექანიზმებს, რომლებიც, ამა თუ იმ ფორმით, ახასიათებს არა მარტო საქართველოს და არა მარტო სამართლის სფეროში, ზოგადადაა დამახასიათებელი პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის.
ქართული English Deutsch Русский
შესავალი
სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა ყოველთვის იყო ქართული შიდა პოლიტიკის
დღეს საქართველოში სასამართლო სისტემაზე კონტროლი სრულად მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს (იგივე „კლანს“) აქვს. არსებობს გარიგება მას და მმართველ გუნდს შორის, რომელიც მიხედვითაც ნებისმიერ იმ საქმეზე, სადაც ხელისუფლებას ინტერესი აქვს, ისეთი შედეგი დგება, როგორიც „ქართულ ოცნებას“ სურს, სამაგიეროდ ის თითქმის არ ერევა სასამართლოს შიდა მენეჯმენტში და განსახილველ საქმეთა უდიდეს ნაწილში. ერთი შეხედვით ეს სასამართლოს ავტონომიურობის განცდას ქმნის, მაგრამ რეალურად, ცალკეული მოსამართლე დამოუკიდებელი არ არის.
„ქართული ოცნება“ 2012 წ. მოვიდა ხელისუფლებაში და ქვეყანას ამ დრომდე მართავს. მან გადაიბარა სასამართლო „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისგან“ (ენმ), მასვე უკავშირდება კლანური მმართველობის ჩამოყალიბება ამ სისტემაში და მასთან გარიგება. თუმცა ახლანდელი მოდელი არსებითად განსხვავდება წინამორბედისგან: თუ იქ ყველაფერი მმართველ გუნდს უშუალოდ ექვემდებარებოდა, ახლა „კლანს“ ავტონომია მიენიჭა. ის კი სისტემას არა საზოგადოების, არამედ პირადი ამბიციებისა და კეთილდღეობის დასაკმაყოფილებლად იყენებს, სანაცვლოდ კი კონკრეტულ საქმეებზე სასურველ დასკვნებს აძლევს.
წინამდებარე სტატიის მიზანია, მკითხველს სასამართლოს კლანური მმართველობის, მისი ჩამოყალიბების, განვითარებისა და დღევანდელი მდგომარეობის შესახებ უამბოს.
1. რეფორმის წინაპირობები
2012 წ. პირველ ნახევარში, როდესაც ხელისუფლებაში ჯერ კიდევ „ენმ“ იყო, კოალიციამ, რომელიც
საქართველო უნიტარული სახელმწიფოა. მაშინდელი საკანონმდებლო ჩარჩო პირდაპირ არჩეულ პრეზიდენტს და უნიკამერალური პარლამენტის უმრავლესობას დაუბრკოლებლად აძლევდა საშუალებას ეკონტროლებინა სასამართლო შტოს ის რგოლები, რომელიც მართვაზე და მოსამართლეთა დანიშვნა-გათავისუფლებაზე იყო პასუხისმგებელი. პრობლემა მაჟორიტარიზმი, ანუ ძალაუფლების განაწილების ლოგიკა იყო, რომელიც ოპოზიციას არ აძლევდა საშუალებას, გავლენა მოეხდინა პროცესებზე.
ამ მოცემულობას ეყრდნობოდა 2012 წელს ოპოზიციაში მყოფი „ქართული ოცნება“, რომელიც საარჩევნო პროგრამაში პირდაპირ წერდა, რომ „ენმ“ მართლმსაჯულების სისტემას აკონტროლებდა, რომელიც „პროკურატურის დანამატად“ ქცეულიყო. ახალმა ხელისუფლებამ რეფორმა ამ სფეროში მალევე წამოიწყო, რომელსაც ახალი იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი უძღვებოდა.
2. „ქართული ოცნების“ მარცხი და გარიგების ფორმირება
საერთო სასამართლოების სისტემა სამდონიანია, საქალაქო, სააპელაციო და საკასაციო ინსტანციებისგან შედგება და
რეფორმა 2013 წელს დაიწყო და მისი პირველი ტალღა საკანონმდებლო ორგანომ 1 მაისს დაამტკიცა. ცვლილებები მეტწილად კოალიციის კვლევებს და რეკომენდაციებს ეყრდნობოდა. მიუხედავად ამისა, ხელისუფლებამ მაინც დაიმსახურა კრიტიკა სასამართლოს საკუთარი გავლენისთვის დაქვემდებარების მცდელობისათვის. შენიშვნები ძირითადად შეეხებოდა საბჭოს წევრების ვადამდელ გათავისუფლებას და საბჭოს დაკომპლექტებას, რომელიც ამ პროცესში, ერთი მხრივ, მოსამართლეთა, ხოლო, მეორე მხრივ, საპარლამენტო უმრავლესობას აძლევდა გადამწყვეტი სიტყვის თქმის უფლებას. უმცირესობას გავლენის მოხდენის შესაძლებლობა არსად ექნებოდა. მაჟორიტარიზმი ნარჩუნდებოდა.
იმის მაგივრად, რომ საბჭოს მიუკერძოებელი და შესაბამისად კონსენსუსუნარიანი წევრებით დაკომპლექტების ინსტიტუტიცური გარანტიები და ამდენად გარე გავლენებისგან სრულად თავისუფალი, ხოლო შიდა გავლენებისადმი მდგრადი სისტემა შეექმნათ, „ქართული ოცნების“ ლიდერებმა აქცენტი თავიდანვე სანდო კადრებზე გააკეთეს, რითაც რეფორმის იმიჯი დამკვირვებლების თვალში იმთავითვე დააზიანეს. სავარაუდოა, რომ ახალი მთავრობა ამგვარი მეთოდით წინა ხელისუფლებისადმი ერთგული ადამიანებისგან სისტემის გაწმენდას იმედოვნებდა, გათავისუფლებული ადგილები კი მისდამი ლოიალურ პირებს უნდა დაეჭირათ.
მიუხედავად ამისა, უმრავლესობამ რეფორმის პირველი ტალღით დასახულ მიზანს, დაექვემდებარებინა სასამართლო, ვერ მიაღწია. კანონის მიღებიდან რამდენიმე კვირაში ჩატარდა მოსამართლეთა კონფერენცია, რომელსაც საბჭო ახალი წესების მიხედვით უნდა დაეკომპლექტებინა. არჩევნებში „ქართულ ოცნებასთან“ მაშინ ღიად დაპირისპირებულმა მოსამართლეებმა გაიმარჯვეს. მთავრობას მიზნისკენ მიმავალ გზაზე შემდეგი ნაბიჯი უნდა გადაედგა. ამიტომაც მან გადაწყვიტა საბჭოში უმრავლესობაში მყოფი მოსამართლეთა გავლენა შეემცირებინა, მათი ძალაუფლების შეეკვეცა და უმეტეს წილად მთავრობის წინააღმდეგ განწყობილი კორპუსის უვადოდ თანამდებობაზე განმწესების დაეყოვნებინა.
იმავე წლის ბოლოს ძალაში შედიოდა კონსტიტუციის ახალი რედაქცია, რომელიც, იქამდე არსებული 10 წლის ნაცვლად, თანამდებობაზე მოსამართლეთა უვადოდ განწესებას ითვალისწინებდა, თუმცა ტოვებდა უვადოდ დანიშვნამდე 3 წლიანი გამოსაცდელი ვადის შესაძლებლობას. „ქართულმა ოცნებამ“ სწორედ ეს შესაძლებლობა გამოიყენა. ამგვარად საბჭო პირს საპენსიო ასაკამდე მოსამართლედ პირდაპირ ვეღარ დანიშნავდა.
ეს იყო „მეორე ტალღის“ მთავარი ხაზი, რომელმაც მაშინ სასამართლოს, შიდა და გარე აქტორების კრიტიკა დაიმსახურა. პარალელურად, დრამატულად ვითარდებოდა მოვლენები საბჭოში, სადაც ხელისუფლების მიერ დანიშნული არამოსამართლე და კონფერენციის მიერ არჩეული მოსამართლე წევრები ერთმანეთს მწვავედ უპირისპირდებოდნენ.
ხელისუფლების სტრატეგიაში გარდატეხა რეფორმის მესამე ეტაპზე მოხდა. ცვლილებების პაკეტი სამინისტროში 2015 წლის გაზაფხულზე მომზადდა. მის სამ ასპექტს გამოვყოფ: (1) სასამართლოს თავმჯდომარეების თავად მოსამართლეთა მიერ არჩევა; (2) საბჭოს არამოსამართლე წევრების ასარჩევი კვორუმის პარლამენტის აბსოლუტურ უმრავლესობამდე შემცირება და (3) უზენაესი სასამართლოს წევრთა რაოდენობის
პირველი საკომიტეტო მოსმენები კანონპროექტმა ჯერ კიდევ 2015 წლის სექტემბერსა და ოქტომბერში გაიარა. თუმცა, მოგვიანებით ეს პროცესი შეჩერდა და მხოლოდ რამდენიმე თვის შემდეგ განახლდა. ეჭვს არ იწვევს, ის რომ ხელისუფლებას და მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს შორის გარიგება დროის ამ მონაკვეთში გაფორმდა. საგულისხმოა, რომ ამ დროისთვის პაკეტი უკვე არსებითად იყო შეცვლილი, ოღონდ, ამჯერად, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს აძლიერებდა. საბოლოოდ, რეფორმის „მესამე ტალღა“ 2017 წლის დასაწყისში დამტკიცდა.
ამ დროისთვის უკვე ცხადი გახდა, რომ ხელისუფლებასა და „კლანს“ შორის წინააღმდეგობა უკვე გადალახულიყო. არსებობდა გარკვეული შეთანხმება, რომლითაც მმართველ გუნდს მიეცა სისტემაზე გავლენის მოხდენის შესაძლებლობა, ხოლო მეორე მხრივ მოსამართლეთა გავლენიანმა ჯგუფმა მიიღო ხელშეუხებლობის გარანტია და კარტბლანში სასამართლოს შიდა საქმეების მართვაზე.
თუ „მესამე ტალღის“ მთავარი ამოცანა კლანური მმართველობისთვის საკანონმდებლო დაბრკოლებების მოხსნა იყო, ნებისმიერი შემდეგი საკანონმდებლო რეფორმა, იქნებოდა ეს „მეოთხე ტალღა“
ამავე პერიოდისაა კონსტიტუციური რეფორმა, რომელიც პარლამენტმა 2017 წლის ბოლოს დაამტკიცა. მიუხედავად დადებითი ცვლილებებისა (მაგ. ჩანაწერი საბჭოს არამოსამართლე წევრების კონსენსუსით დანიშვნის შესახებ), ის არ იყო საკმარისი პროცესებში გადატეხის შესატანად, მითუმეტეს, რომ მთლიანი კონსტიტუციური სისტემა მაჟორიტარიზმის ლოგიკაში დარჩა.
რეფორმის მნიშვნელოვანი საფეხური იყო 2019 წ. კასაციის დაკომპლექტების პროცედურების განსაზღვრა, რომელსაც მოყვა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის გრძელი და ჩახლართული პროცესი ჯერ საბჭოში, ხოლო შემდეგ პარლამენტში და რომელიც გადაიქცა ხელისუფლებისა და „კლანის“ ოპოზიციასთან, სამოქალაქო სექტორთან და საერთაშორისო აქტორებთან დაპირისპირების მოედნად; იმავდროულად კი ფარსად, რადგან „ახალმა რეგულაციებმა ხელი ვერ შეუშალა „კლანს“ პარლამენტში დასამტკიცებლად მისთვის მისაღები პერსონები გაეგზავნა“. საბჭოს მიერ წარდგენილი 20 კანდიდატიდან პარლამენტმა 14-ს დაუჭირა
ამ ნაბიჯის შემდეგ წრე საბოლოოდ შეიკრა. თუ იქამდე (უსაფუძვლო) იმედი მაინც არსებობდა, რომ „ქართული ოცნება“ კლანს საკასაციო ინსტანციას მაინც არ დაუთმობდა, ახალ გასაგები გახდა, რომ მათ ვაკანტური თანამდებობები გაინაწილეს. ამდენად, თუ თავდაპირველად მმართველი გუნდი ცდილობდა სისტემა წინა ხელისუფლებასთან დაკავშირებული კადრებისგან გაეწმინდა და მისთვის სანდო ადამიანებისთვის გადაეცა, მომდევნო ნაბიჯები, ერთი მხრივ, „კლანური მმართველობისთვის“ გარანტიების, მეორე მხრივ, კი პროგრესის ყალბი განცდის შექმნას ემსახურებოდა.
3. რეფორმის პარადიგმის შემობრუნება
სასამართლოს ხელისუფლების ინტერესებზე მორგების ლაქა რეფორმის „პირველივე ტალღას“ აჩნდა, თუმცა, სიტუაციაში გასარკვევად დამკვირვებლებს რამდენიმე წელი დასჭირდათ. კოალიციის პირველი შეფასების შემდეგ, საბჭოს დაკომპლექტების მაჟორიტარული სისტემის კრიტიკას ვეღარ ვხვდებით მის ყოვლის მომცველ, რიგით მეორე ანგარიშში.
„ქართული ოცნების“ სასამართლო რეფორმის წამყვანი პარადიგმა იმთავითვე „იურიდიფიკაცია“ გახდა. თუ მართლმსაჯულების სისტემის ადრინდელი კრიტიკა არსებითად ძალაუფლების საყრდენებს ეძებდა და უპირისპირდებოდა, ხელისუფლების შეცვლის შემდეგ წამყვანი ხედვა პროცედურების დეტალიზაციას და ტექნოკრატიული ელემენტების სრულყოფისკენაა მიმართული. 2013 წლიდან ამ პარადიგმის მთავარი მხარდამჭერები ქვეყნის საერთაშორისო პარტნიორები, სახალხო დამცველი და ქართული სამოქალაქო სექტორის მეინსტრიმია. სექტორში, ეყრდნობიან რა ვენეციის კომისიის, ეუთოს და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების თუ ექსპერტების თანამედროვე მსოფლიოში ფართოდ გავრცელებულ ხედვას, ფიქრობენ, რომ გამჭვირვალობა, მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა, ან გასაჩივრების წესების გამართულობა საკმარისია მართლმსაჯულების სისტემის დამოუკიდებლობისა და საზოგადოებრივი ინტერესების სამსახურში ჩაყენებისთვის. ამის საპირისპიროდ რეალისტურია ხელისუფლებისა და „კლანის“ სტრატეგია, მათ სურთ სისტემა მათსავე ინტერესებს ემსახურებოდეს. ისინი მალევე აცნობიერებენ, რომ რეფორმის სამოქალაქო საზოგადოებისეული კონცეფცია მათ სასარგებლოდ მუშაობს, რადგან, როგორც ეს მოგვიანებით შენიშნა მართლმსაჯულების მკვლევარმა სოფო ვერძეულმა, ასეთი „საკანონმდებლო რეფორმები მხოლოდ ძალაუფლების გამოყენების ფორმებს აზუსტებს, მისი განაწილების ლოგიკაზე გავლენას ვერ ახდენს“.
სამოქალაქო სექტორი სიტუაციასთან ადაპტირებას 2015 წ. მეორე ნახევარში იწყებს, მას შემდეგ, რაც მმართველ გუნდსა და მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს შორის გარიგება ძალიან მკაფიო ხდება (2019 წლამდე პერიოდი ამ გარიგების დეტალების დაზუსტებას და იმპლემენტაციას
მართლმსაჯულების სისტემა პოლიტიკური პრობლემის წინაშე იდგა. მმართველ ძალასა და „კლანს“ შორის ალიანსი ვერ მოგვარდებოდა ტექნოკრატიული რეფორმებით. საჭირო გახდა ცვლილებებს მიზანში ძალაუფლების კვანძები ამოეღო. ამას სამოქალაქო სექტორიც ხედავდა, მაგრამ მას ადკევატური გამოსავლის ძიებისთვის 4 წელი, ხოლო საერთაშორისო მოთამაშეებს, უფრო მეტი დრო დასჭირდათ. კოალიციამ 2017 წ. 24 მარტს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ხელისუფლებას ერთი მხრივ, სასამართლო სისტემის თვისობრივი რეფორმა დაწყებისკენ მოუწოდებდა, მეორე მხრივ, კი ამ რეფორმის კონტურებს ხაზავდა. მაისის დასაწყისში გამოქვეყნდა კოალიციის ვრცელი ანგარიში, სადაც დეტალურად იყო განხილული არსებული სავალალო მდგომარეობა. ის წერდა, რომ ხელისუფლება „თანდათანობით დათმობებზე წავიდა მოსამართლეთა კორპუსში არსებულ დომინანტურ და გავლენიან ჯგუფებთან“, საუბრობდა „სერიოზულ ეჭვებზე“ „მოსამართლეთა კორპუსში კლანური მმართველობის შესახებ“. ამ ანგარიშს მალევე მოყვა მოსაზრება უზენაესი კანონის ახალ პროექტზე, რომელიც სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ სწორედ იმ პერიოდში დაამტკიცა.
კონსტიტუციურ ცვლილებებთან დაკავშირებით კოალიციის რეკომენდაცია იყო (1) საბჭოს პარლამენტის მიერ დასანიშნი 5 არამოსამართლე წევრით დაკომპლექტების ისეთი წესის შემოღება, რომელიც უზრუნველყოფდა „[...]არა მხოლოდ მმართველი, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მონაწილეობასაც“; (2) გამოსაცდელი ვადის გაუქმება; (3) საბჭო მიერ მოსამართლეთა დანიშვნა დასაბუთებული გადაწყვეტილებით, ღია კენჭისყრის საფუძველზე; (4) სიახლის გაუქმება, რომელიც უზენაესი სასამართლოს წევრების საბჭოს წარდგინების საფუძველზე პარლამენტის მიერ არჩევას ითვალისწინებდა.
ანგარიშის რეკომენდაციები კი არსებითად ძველ, იურიდიფიკაციის პარადიგმაში ჯდებოდა და სასამართლოს დაქვემდებარების პოლიტიკური პრობლემის გამოსწორებისა და არსებული სისტემის შერყევის გზებს არ სახავდა. საბოლოოდ, კოალიციას გრძელი და რთული გზის გავლა მოუწია სანამ საკუთარ ხედვებს შეცვლილ რეალობას მოარგებდა. ამ გზაზე გარდამტეხი 2018 წ. ბოლო აღმოჩნდა, როდესაც საბჭომ უზენაესი სასამართლოს ვაკანტურ თანამდებობაზე 10 პირი ყველასთვის შეურაცხმყოფელი ფორმით წარადგინა.
ამ პერიოდიდან სამოქალაქო სექტორი და საერთაშორისო საზოგადოება ირიბად აღიარებენ იქამდე დაშვებულ შეცდომებს და იწყებენ ტექნოკრატიულიდან პოლიტიკურ პრობლემებზე ფოკუსირებას, რაც მათ რეკომენდაციებშიც აისახება. მიუხედავად იმისა, რომ იურიდიფიკაციის დისკურსი კვლავ დომინანტურია,
ბოლო წვეთი, რომელმაც სამოქალაქო სექტორში ტექნოკრატიულ მიდგომებს წერტილი დაუსვა, 2020 წლის სექტემბერში მიღებული კანონი იყო. პარლამენტმა კვლავ შეიტანა ცვლილებები კასაციის მოსამართლეთა შერჩევის პროცესში, რითაც არსებითად მოიცვა ის რეკომენდაციები, რომელიც მოსამართლეთა დანიშვნის დამსახურებაზე დაფუძნებულ მიდგომასთან იყო დაკავშირებული. კოალიციამ გადაწყვიტა, რომ საკუთარ ხედვაში რაღაც ფუნდამენტურად უნდა შეეცვალა, ცვლილებების ის თეორია, რომელსაც ეყრდნობოდა არ ამართლებდა. „ქართული მართლმსაჯულების სისტემის პრობლემას, არა პროცედურული საკითხების მოუწესრიგებლობა, არამედ ხელისუფლების გავლენები და არაფორმალური ჯგუფების უკონტროლო ძალაუფლება წარმოადგენს.“ - წერდა კოალიცია, რომელიც იქამდე ლამის 6 წლის განმავლობაში სწორედ საკითხებზე იყო კონცენტრირებული.
საიას ორ მნიშვნელოვან დოკუმენტში (მაისი-ივნისი 2021), რომელთაგან ერთი მართლმსაჯულების რეფორმის აქამდე არსებულ პარადიგმას უპირისპირდებოდა და ახალ კონცეპტუალურ ჩარჩოს ხაზავდა, ხოლო მეორე, რეფორმის გატარების კონკრეტულ რეკომენდაციებს მოიცავდა, ყალიბდება ქვეყნის დემოკრატიული სისტემის გარდაქმნის ნიშნულები და ისინი მაჟორიტარიზმიდან კონსენსუსზე დაფუძნებული მიდგომებისკენ მიუთითებენ. პარალელურად საინტერესოა, რომ „შარლ მიშელის შეთანხმების“, ის ნაწილი, რომელიც სასამართლოს ეხება, კვლავ იურიდიფიკაციის ძველ პარადიგმაში რჩება და არსებით რეფორმებს უშუალოდ არ ითვალისწინებს.
მალევე კოალიცია აყალიბებს საბოლოო ხედვას სასამართლო სისტემის შესახებ
რომ შევაჯამოთ, ეს არ იყო კონფლიქტი მხოლოდ იურიდიფიკაციულ და პოლიტიკურ პარადიგმებს შორის, არამედ ბრძოლა სასამართლო ხელისუფლებისთვის: ვის ინტერესებს უნდა მომსახურებოდა ის, ხალხს თუ ძალაუფლების მქონე ელიტას. ეს უთანასწორო ბრძოლა „კლანმა“ და ხელისუფლებამ პირწმინდად მოიგეს, რადგანაც ისინი მშვიდად აშენებდნენ ძალაუფლების ქსელს, მაშინ როდესაც სამოქალაქო სექტორი და მისი მოკავშირეები მთელ ენერგიას მეორეხარისხოვანი ტექნიკური მიზნების მიღწევაზე ხარჯავდნენ. იმის მისახვედრად, ცვლილების ობიექტი ძალაუფლების ქსელი და მისი ცენტრები უნდა ყოფილიყო, ამ ძალებს 9 წელი დასჭირდა, ამასობაში კი გაფლანგა ის სასტარტო უპირატესობა რაც თავდაპირველად გააჩნდათ.
„ქართულმა ოცნებამ“ და კლანმა კი პირიქით, ენერგია მეორეხარისხოვანი ციტადელების დაცვას კი არ მოახმარეს, არამედ იმ კვანძების გაძლიერებას, სადაც ძალაუფლება იყო აკუმულირებული და საიდანაც იმართებოდა სისტემა. მათ ოპონენტებს მისცეს იმის დიდი ნაწილი, რასაც ისინი „იურიდიფიკაციის“ კონცეფციის ფარგლებში მოითხოვდნენ, სამაგიეროდ ამ საკითხებზე ვაჭრობისას მოიგეს დრო, რომელიც სისტემის განმტკიცებას და საბოლოო ფორმირებას მოხმარდა.
4. გამოსავალი კონსენსუალური დემოკრატიაა
სპეციფიკურ და საკმაოდ რთულად მოსახელთებელ პრობლემას განსაკუთრებული გამოსავალი სჭირდება. ამიტომ სასამართლო რეფორმის საკითხებზე ბოლო პერიოდში სამოქალაქო სექტორის და საერთაშორისო მოთამაშეების შეცვლილი პარადიგმა ფუნდამენტური შემობრუნებაა.
დღეს უკვე მეინსტრიმულია აზრი, რომ ხელისუფლებასთან ტექნოკრატიულ საკითხებზე, როგორიც არის პროცედურების გამართვა, გასაჩივრება გადაწყვეტილების დასაბუთება თუ სხვა, დისკუსია მის მოედანზე ყოფნას ნიშნავს. ყველა ძირითადი აქტორი ქვეყნის შიგნით და გარეთ თანხმდება იმაზე, რომ სასამართლოს კლანური გავლენებისგან და ხელისუფლების პოლიტიკური დაკვეთისგან გათავისუფლებისთვის, მისი ხალხის სამსახურში ჩაყენებისთვის საჭიროა ძალაუფლების საკითხის პოლიტიკური გააზრება.
ეს კარგ საფუძველს იძლევა იმისთვის, რომ დაიწყოს მსჯელობა ქვეყნის დემოკრატიული სისტემის შესახებ. ის დღეს მაჟორიტარულია, რაც გამორიცხავს პოლიტიკის ფორმირების და ძალაუფლების განხორციელების პროცესში საზოგადოების ფართო ფენების ჩართულობას, თუმცა მიდგომები რომელიც ზემოთ არის გაანალიზებული და რომელსაც ემყარება კოალიციის სასამართლო რეფორმის ახალი კონცეფცია, ისევე როგორც „19 აპრილის შეთანხმება“, საქართველოში კონსენსუალური დემოკრატიის მიმართულებით გასატარებელი რეფორმების შესახებ დისკურსს აძლიერებს.
სწორედ კონსენსუალური დემოკრატიის მოდელი არის ის მექანიზმი, რომლითაც ქვეყანა გადალახავს ნულოვანი ჯამის თამაშის ლოგიკაზე აწყობილ პოლარიზაციას, ამან კი არა მხოლოდ მართლმსაჯულების სისტემაში უნდა მოიტანოს პოზიტიური ცვლილებები, არამედ მთელს ქვეყანაში, პოლიტიკის ყველა ნაწილში, იმისთვის, რომ საბოლოოდ სახელმწიფო არა ელიტის, არამედ ხალხის ინტერესს ემსახურებოდეს.'
Напярэдадні Невядомага беларуская пісьменніца гуляецца з Мінулым
20 December 2023On the eve of the unknown the Belarusian writer is playing with the past
20 December 2023Im Angesicht der ungewissen Zukunft spielt eine belarussische Schriftstellerin mit der Vergangenheit
20 December 2023Накануне Неизвестного беларуская писательница играет с Прошлым
20 December 2023Ռուսաստանն օգտագործել է Լեռնային Ղարաբաղի հակամարտությունը որպես իր աշխարհաքաղաքական շահերն առաջ մղելու սակարկության առարկա
12 December 2023Russia used the Karabakh conflict as a bargaining chip to advance its geopolitical interests
12 December 2023Wie Russland im Spiel um seine eigenen geopolitischen Interessen den Berg-Karabach-Konflikt als Trumpf nutzte
12 December 2023Как карабахский конфликт стал разменной монетой в российских геополитических играх
12 December 2023ამბავი ქართული პოსტკონსტრუქტივიზმისა
11 December 2023The history of Georgian post-constructivism
11 December 2023Die Geschichte des georgischen Postkonstruktivismus
11 December 2023История грузинского постконструктивизма
11 December 2023